2016-2017, 2017-2018 სასწავლო წლებისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ „Erasmus+“-ის Credit mobility-ს ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობებს შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებში:
- University of Salzburg
- University of Ruse Angel Kanchev
- University of Jena
- Universidad de Alcala
- Universitat Politecnica De Valencia
- Mugla Sitki Kocman University
- Universita Degli Studi Dell'Aquila 8 Alma Mater Studiorum
- Universita Di Bologna
- Tarptautine Teises ir Verslo Aukstoki Mokykla
- Mykolas Romeris University
- The University College of Southeast
- University of Szczecin
- Jagiellonian University
- University College of Enterprise and Administration
- Politechnika Bialostocka
- Uniwersytet Jana Kochanowskiego
- Politechnika Slaska
- Wyzsza Szkola Bankowa we Wroclawiu
- University of Łódź
- University Stefan Cel Mare Sueceava
- University of Montpellier
- Aristotle University of Thessaloniki
მობილობა უნდა განხორციელდეს 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულისა და 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრებში
მობილობის ხანგრძლივობა :
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის - 4-9 თვე;
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის - 7 დღე.
კონკურსში მონაწილეობის პირობები :
- სტუდენტი უნდა იყო ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე;
- არ უნდა იყოს ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტი;
- აკადემიური პერსონალი უნდა იყოს ბსუ-ს პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი;
- ადმინისტრაციული პერსონალი უნდა იყოს ბსუ-ში დასაქმებული პირი (ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი);
- არ უნდა ჰქონდეს მიღებული ერასმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე (გარდა აკადემიურ/ადმინისტრაციულ პირთა მობილობისა);
- ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირის ქვეყანაში;
- კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საგანმანათლებლო საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
- კანდიდატს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს მისთვის სასურველ ნებისმიერ უნივერსიტეტში (შესაძლებელია აირჩიოს ყველა შემოთავაზებული უსდ პარალელურად);
სტიპენდია მოიცავს თვიურ/დღიურ სტიპენდიასა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს სავიზო ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა : 2016 წლის 04 ნოემბერი, 18:00 საათი
მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და საბუთების ორიგინალები წარმოადგინონ ბსუ-ს კანცელარიაში
რეგისტრაციის ლინკი:
ადმინისტრაციულ და აკადემიურ პირთა რეგისტარაცია
სტუდენტთა რეგისტრაცია (ძვირფასო სტუდენტებო ნიშნების ფურცელი რეგისტრაციის დროს შეგიძლიათ წარმოადგინოთ ქართულ ენაზე)
მობილობა განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით (იხილეთ დანართი)
საბუთები:
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთათვის:
- პირადობის მოწმობის/ საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- წინარე განათლების საფეხურის დამადასტურებელი დიპლომის დანართი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის (ინგლისურ ენაზე).
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის:
- პირადობის მოწმობის ან საერთაშორისო პასპორტის ასლი
- ცნობა სამსახურიდან(ქართულ ენაზე)
- ინგლისური ენის ცნობა - B2 (ინგლისურ ენაზე)
- Europass CV (ინგლისურ ენაზე)
- აკადემიური ან ადმინისტრაციული საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე)
- მხარდაჭერის წერილი მიმღები უნივერსიტეტის პროფესორის/ადმინისტრაციული ერთეულისგან (ინგლისურ ენაზე)
კონკურსის ეტაპები:
- სააპლიკაციო დოკუმენტების ნამდვილობის დადგენა
- სტუდენტთა ტესტირება ინგლისურ ენაში (B1.2.)
- სტუდენტთა გასაუბრება კომისიასთან
- აკადემიურ და ადმინისტრაციულ პირთათვის: Skype-გასაუბრება (მიმღებ უნივერსიტეტთან )
- კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
უკან |